პროექტის მოკლე აღწერა: 1–2 წინადადებით:სადაზღვეო ფირმამ შემოგვთავაზა ოჯახური სამედიცინო დაზღვევის ორი ვარიანტი,ვირჩევთ საუკეთესოს..
პროექტის სრული აღწერა: აღნიშნული პროექტი შეიძლება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად,ასევე ჯგუფურად და სამუშაო შეიძლება დაიყოს ეტაპებად.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება მოიძიონ ინფორმაცია საქართველიში არსებული სადაზღვეო კომპანიებთან დაკავშირებით..სადაზღვეო კომპანიებში ოჯახური სამედიცინო დაზღვევის პირობების შესახებ და გამოიკვლიონ რომელი მათგანია მათი ოჯახისათვის ყველაზე ხელსაყრელი.
გამოკითხონ ოჯახის მოზრდილი წევრები,შეაგროვონ შესაბამისი ინფორმაცია და გადაწყვიტონ,დაზღვევის რომელი ფორმა იქნებოდა მიზანშეწონილი მათი ოჯახისათვის.
ასევე მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ეძლევათ დავალება.
1. ჯგუფი:
თუ ოჯახის თითოეული წევრი ყოველთვიურად გადაიხდის 3 ლარს,მაშინ ექიმის გამოძახების საფასურია 5 ლარი,სატელეფონო კონსულტაცია უფასოა და ფირმა იხდის გამოწერილი მედიკამენტების ღირებულების 50%–ს.
2. ჯგუფი:
თუ ოჯახის თითოეული წევრი ყოველთვიურად გადაიხდის 5 ლარს,მაშინ ექიმის გამოძახებაც და სატელეფონო კონსულტაციაც უფასოა;გარდა ამისა,ფირმა იხდის გამოწერილი მედიკამენტების ღირებულება 70%–ს.
პირველ ეტაპზე, მოსწავლეები ახდენენ შემოთავაზებული პირობების გააზრებას და არჩევანის გაკეთებას მოცემული სიტუაციის მიხედვით.კერძოდ,გასული ჭლის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ მიმდინარე წლის სამედიცინო ხარჯები,რის მიხედვითაც მოხდება მომსახურების ფორმის შერჩევა.
ვთქვათ,ოთხი წევრისაგან შედგენილმა ოჯახმა გასული წლის განმავლობაში ხუთჯერ გამოიძახა ექიმი(თითო ვიზიტი, –30ლარი)ხოლო მედიკამენტების შესაძენად სულ 105 ლარი დახარჯა.
გასული წლის ხარჯები:
– ექიმის გამოძახება 30 X5=150ლარი
– მედიკამენტები 105 ლარი
– სულ: 225 ლარი
I ჯგუფი:
პირველი ფორმით დაზღვევის შემთხვევაში ხარჯები:
გადასახადი–3X 2 X12 =144 ლარი
ექიმის გამოძახება–5X 5=25 ლარი
მედიკამენტები–105X 0,5=52,5 ლარი
სულ:221,5 ლარი
IIჯგუფი:
მეორე ფორმით დაზღვევის შემთხვევაში ხარჯები–გადასახადი– 5X 4X 12=240 ლარი
ექიმი–0 ლარი
მედიკამენტები–105 X0,3=31,5
სულ:271,5 ლარი.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით,თუ ჩავთვლით რომ მიმდინარე წელს იგივე ხარჯი იქნება,პირველი ფორმა უფრო ხელსაყრელია.
მონაწილეთა ასაკი/კლასი - 17–18 წელი, XII კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა – ერთი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები – ინტერნეტის გამოყენება,მასალის მოძიება,მონაცემის შეგროვება,ანალიზი, დისკუსია,მათემატიკური გამოთვლები,პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
1. მოსწავლე განასხვავებს შერჩევასა და პოპულაციას.
2. ამოიცნობს ჯგუფს,რომელიც წარმომადგენლობითია პოპულაციისთვის.
3.მოსწავლეებს შეეძლებათ კომპიუტერული ტექნიკის უკეთ გამოყენება,მისი საშუალებით ინფორმაციის მოძიება.მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
მოსწავლეებს შეეძლებათ მოძიებული ინფორმაჩიის საფუძველზე პრაქტიკულად გათვალონ და მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილება ოჯახური სამედიცინო სადაზღვეო პაკეტის არჩევაში.
სარგებელი სხვებისთვის –ისტის უკეთ გამოყენება, საუკეთესო სამედიცინო სადაზღვეო საოჯახო პაკეტის შერჩევა.
კაცშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:გამოუმუშავდებათ კვლევის,დისკუსიის გამართვის უნარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий